
ქალების რადიო — თბილისური რადიოსადგური, რომელიც „ურბანიკის“ სარადიო მიმართულებაში შედის და FM 93.1-ზე მაუწყებლობს. ეთერში მუსიკასთან ერთად გადის სასაუბრო გადაცემები ჯანმრთელობის, თავის მოვლის, პიროვნული და პროფესიული განვითარების, მშობლობისა და მოგზაურობის თემებზე. სადგური არაპოლიტიკური პლატფორმაა და ძირითადად ქალ აუდიტორიაზეა ორიენტირებული.